იცით, თუ როგორ დაადგინეს მეცნიერებმა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა? მათ აღმოაჩინეს 8000 წლით დათარიღებული თიხის ჭურჭელი ქვევრი, რომელშიც ღვინის ქვები (ტარტრატები) და ყურძნის ნარჩენები აღმოაჩინეს. ღვინის ქვები კი ზუსტად ის ბრწყინვალე კრისტალებია, რომლებისგანაც "Wine Diamond-ღვინის ბრილიანტი" მსოფლიოში უნიკალურ სამკაულს ქმნის!
ეს საოცარი სამკაული გარდა იმისა, რომ ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებულად ლამაზია, ასევე უდიდეს აზრს და ღვინის სხვადასხვა წლის მოსავალას ატარებს, რომელიც მასში სამუდამოდ ინახება.
ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობას ყველაფერი აქვს შექმნილი, ეს პატარა ნიშა სრულიად უცხო და ინოვაციურია, რომელიც უძველესი ქართული კულტურისა და ისტორიის ნიადაგზე აღმოცენდა.
გაუზიარეთ ეს ამბავი მეგობრებს. ყველამ იცოდეს, რომ საქართველო ღვინოსთან ერთად, პირველი სამკაულის სამშობლოცაა! ღვინის ბრილიანტი, საუკეთესო, ქართული საჩუქარია.