წესები და პირობები
ზოგადი განმარტებები
ჩვენ - იგლუსიხმება კომპანია Wine Diamond
მომხმარებელი/მომხმარებლები - კომპანია Wine Diamond-ის მომხმარებლები, რომლებიც ჩვენს ნივთებს იძენენ.
მომსახურება / მომხმარებელზე ზრუნვა
ჩვენი ბრენდისთვის, მომხმარებელი არის ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია არა მხოლოდ კმაყოფილი არამედ, ბედნიერი მომხარებლები, რომლებიც პირველი შეძენის შემდეგ, არაერთხელ გვიბრუნდებიან.
თუ მომხმარებელს გაუჩნდა უკმაყოფილება, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, არასდროს ვეძებთ დამნაშავეს! გადავდივართ საკითხის მყისიერ მოგვარებაზე და არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ აღნიშნული შემთხვევა გადაწყდეს მომხმარებლის სასიკეთოდ, (იშვიათი გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების გამო, ჩვენს კომპანიას შესაძლოა, დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწიოს.
პასუხისი გაცემა ხდება მოწერიდან რამდენიმე წუთში, არაუგვიანეს 2 საათის განმავლობაში.
ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათ მოლოდინებსა და იმედებს გადავაჭარბოთ. ამას ვახერხებთ სასიამოვნო კომინიკაციით, ოპერატიულობითა და პროდუქციის მაღალი ხარისხით.
ჩვენთვის ყველაზე მთავარი, საუკეთესო ემოციების გადაცემაა და მხოლოდ ამის შემდგომ, ნაკეთობების რეალიზაცია.
პროდუქტის მოვლის წესი
არ არის სასურველი სამკაულის ძირს დაცემა ან მასზე მძიმე საგნების დალაგება. ასევე ბეჭდიანი ხელის მყარ საგანზე დარტყმა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უმაღლესი სინჯის ვერცხლისგან შექმნილი სამკაულის დეფორმაცია ან ღვინის ქვის დაზიანება. ასევე ყურადსაღებია, რომ ვერცხლი ზოგიერთი ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს, იცვლის ფერს.თუმცა, ვერცხლისთვის მბზინვარე ფერის დაბრუნება კვლავ შესაძლებელი და მარტივად იწმინდება. ღვინის ქვა არის წყალგამძლე, თუმცა, რეკომენდირებულია, რომ სისტემატურად არ იყოს წყალთან და სხვა თხევად ან ქიმიურ ნივთირებებთნ კონტაქტში, რათა არ მოხდეს მისი სტრუქტურის ან ფერის შეცვლა/დაზიანება. ვერცხლის დეფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვინის ქვის დაზიანებაც. გთხოვთ, სათუთად მოუფრთხილდეთ ექსკლუზიურ სამკაულს, რომელიც ღვინის ქვის უნიკალური კოლექციისგანაა შექმნილი და მრავალი წელი უნდა გემსახუროთ!
გახსოვდეთ, რომ იმ სამკაულის ზუსტი ანალოგი, რაც თქვენ გაქვთ, სხვას ვერ ექნება, რადგან ორი იდენტური ეგზემპლარი არ არსებობს, ისევე, როგორც თითის ანაბეჭდი არ მეორდება არასდროს!
პროდუქციის დამზადების ვადები
თუ მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქცია არ გვაქვს მარაგში, მათი დამზადებისთვის საჭირო პერიოდი მერყეობს 5 სამუშაო დღიდან 10 სამუშაო დღემდე.
დამზადების ვადები ასევე დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობასა და წლის პერიოდზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მინიმალურ ვადებში მოვახდინოთ შეკვეთის სრულად ჩაბარება.
შეფუთვა
თითოეულ შენაძენს საჩუქრად ახლავს ბრენდული შეფუთვა: სამკაულის ყუთი, მუყაოს სასაჩუქრე ჩანთა და პასპორტი ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოზე და უშუალოდ ამ ნივთზე, საინტერესო ცნობები წერია.
ჩვენი პასუხისმგებლობა
ჩვენს გვერდებზე გამოყენებული ფოტო-ვიდეო მასალა და ტექსტი, არ შეიცავს არასწრულწლოვანთა ან ორსულთათვის საზიანო ინფორმაციას.
ჩვენს პლატფორმებზე გამოყენებული ყველა ფოტო, რომელზეც გამოსახულია პიროვნება, შეთანხმებულია მფლობელებთან, ან აღებულია საჯაროდ გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან.
კომპანია პასუხისმგებელია, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. თუ რომელიმე ტექსტის აუთენტურობაში შესაძლებელია ეჭვის შეტანა, მოდავე ვალდებულია, წარმოადგინოს სანდო წყაროებიდან აღებული მტკიცებულება, როემლიც დაასაბუთებს ჩვენს ცდომილებას.
ნივთის გაცვლა
ჩვენ მიერ გაგზავნილი ნივთები, წინასწარ გადის დეტალურ შემოწმებას და მომხმარებელთან მიდის უმაღლესი ხარისხით და უზადო. ჩვენს ყველა პლატფორმაზე გვაქვს თითოეული პროდუქტის დეტალური აღწერა და ფოტოები, ხვადასხვა რაკურსით და განათბით, რაც უადვილებს მომხმარებელს აარჩიოს და დეტალურად დაათვალიეროს სასურველი ნივთი. თუ მომხმარებელმა შეიცვალა აზრი და სურს სხვა ფერის ან დიზაინის პროდუქტი, 3 კალენდარული დღის განმავლობაში, შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და გადაცვალოს იგივე ფასიან ან უფრო ძვირად ღირებულ, მისთვის სასურველ დიზაინში, შესაბამისი განსხვავების დამატებით.
ნივთის დაზიანება
თუ ჩვენ მიერ გაგზავნილი და სათანადოდ შეფუთული ნივთის დაზიანება მაინც მოხდა გადამზიდი კომპანიის მიერ, Wine Diamond გამოთვქვამს კეთილ ნებას, რომ მოხდეს შეფუთვის განახლება მოხმარებლისთვის. ამისათვის, მოხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს და მობრძანდეს ჩვენთან, შეთანხმებულ დროს, ახალი შეფუთვის მისაღებად.
თუ ნივთის დაზიანება მოხდა უშალოდ მომხარებლის მიერ, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, (ეს არ ეხება ძლიერ დაზიანებას, როდესაც ნივთი განადგურებულია), შევეცდებით გავუცვალოთ ან შეკეთებისთის საჭირო თანხის გადახდის სანაცვლოდ, გადავცეთ ახალი ნივთი.
ფოტოები
ჩვენს პლატფორმებზე განთავსებული ფოტოები გადაღებულია პროფესიონალურ დონეზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ხელსაწყოს ეკრანიდან (მობილური ტელეფონი, პადი, ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი და სხვ.) შესაძლოა, ფერები სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პროდუქციის ხარისხი მაქსიმალურად ახლო რაკურსით წარმოვაჩინოთ. ამ საკითხში კი, ვეყრდნობით ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების გამოცდილებას, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ნაკეთობები სინამდვილეში ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ეს ფოტოებზე ჩანს.
ვინაიდან, ორი ეთნაირი ნამუშევარი არ არსებობს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფოტოზე გამოსახულ ფოტოსა და თქვენს მიერ შეკვეთილ სამკაულში აუცილებლად იქნება გამოყენებული იდენტური დიზაინი და ზუსტად იგივე ღვინის ქვა, თუმცა, სამკაული ვერ იქნება ზუსტად იგივე კრისტალების წყობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონკრეტულად ის სამკაული არ გერგოთ, რაც უშუალოდ ფოტოზე გახლდათ წარმოდგენილი.
ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება!
აკრძალულია ნაკეთობების დიზაინის, კონცეფციის, იდეის, შეფუთვის სტილის, ტექსტებისა და ფოტოების კოპირება ან მიმსგავსება. თითოეული ნაკეთობა საავტოროა და შეიცავს დიდ ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს.
აკრძალულია ჩვენთან შეძენილ ნივთებზე კომპანიის ლოგოტიპის მოხსნა ან სხვა ბრენდის სახელით გადაყიდვა მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე.
აკრძალულია, ჩვენი ნივთების ან მათი ფოტოების Wine Diamond-ის ნებართვის გარეშე განთავსება სხვადასხვა ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში, ასევე სოციალურ ქსელებში.
კომპანიის უფლებები
მიუხედავად მომხარებლის უდიდესი პატივისცემისა, კომპანია იტოვებს უფლებას, რომ არ გაუწიოს მომსახურება, დაბლოკოს უხამსი და მიუღებელი კომენტარები და მათი ავტორები, რომელიც სხვა პირებს ან Wine Diamond-ის ღირსებას შეურაცჰყოფს.
კომპანიის მისია
Wine Diamond-ის მიზანია, მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ღვინის და პირველი, ქართული ღვინის ქვისგან შექმნილი სამკაულის სამშობლო. ასევე გვსურს, გავაცნოთ უნიკალური, ქართული ქვევრი, რომელიც ჩვენი იდენტობის სიმბოლო და UNESCO-ს მიერაა დაცული.
გვინდა, რომ ჩვენი შექმნილი ნაკეთობები ასოცირდებოდეს საქართველოსა და ღვინის თემატიკით არსებულ, ყველაზე ხარისხიან და სასურველ საჩუქართან, რომელსაც უბრალო ნივთზე მეტად, გაცილებით დიდი ემოციური დატვირთვა აქვს და მსოფლიოშიანალოგი არ გააჩნია.
ჩვენი მისიაა: მრავალწლიანი, პარტნიორული ურთიერთობა ჩვენს მოხმარებელთან, იგივე ხარისხისა და განწყობის შენარჩუნებით, რის გამოც გამოგვარჩიეს სხვებში და გვენდნენ.
ქველმოქმედება
ონლაინ გაყიდული ნივთების ღირებულების ნაწილი, ყოველთვიურად ირიცხება„ჰოსპისი ფერისცვალება“-სთან, სადაც მარტოხელა და მძიმე სენით დაავადებულ მოხუცებულებს უვლიან. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მისიაა, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო მეტს ვიშრომებთ, მით მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებთ.
ჩვენი თითოეული მოხმარებელი ქველმოქმედია, რადგან მათი შენაძენიდან შემოსული თანხა, ყოველი თვის დასაწყისში, საყვარელ მოხუცებს ხმარდება.
სავაჭრო ნიშანი
Wine Diamond-ის სავაჭრო ნიშანი დარეგისტრიებული და დაცულია საქპატენტის მიერ!
კონტაქტი
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ყველა საკომუნიკაციო არხით, როგორიცაა მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, Face Book მესინჯერი, Instagram, WatsApp, Viber, ვებ გვერდი. ყველა საკონაქტო ინფორმაცია საჯაროა და განთავსებულია ჩვენს პლატფორმებზე, ასევე გუგლის საძიებო სისტემაში.
საუკეთესო ემოციებით,
Wine Diamond-ის გუნდი.