დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 577000905 emailhello@winediamond.ge

ჩვენი გამოფენა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე

გვინდა ჩვენი დიდი წარმატება გაგიზიაროთ!

2022 წლის 3-9 ოქტომბერს, ნიუ-იოკრში, მანჰეტენზე გვქონდა გამოფენა. წარმოდგენილნი ვიყავით ჩვენი ორივე ბრენდით: Emocia Wines და Wine Diamond. გვიხარია, რომ დიდი აღფრთოვანება და შექება დავიმსახურეთ ყველას მხრიდან. ნიუ-იორკის შტაბ-ბინის გაეროს თანამშრომლებმა გამოფენაზე სტუმრობით, დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს.

გამოფენის მიღმა, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც 12 დღეში შეიძლებოდა მომხდარიყო. არაერთი საინტერესო შეხვედრისა და შესაძლებლობის შანსი მოგვეცა. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ვიზიტი გაეროში და ჩვენს საელჩოში, ვაშინგტონში, სადაც საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში - ბატონ დავით ზალკალიანს შევხვდით.

მონაწილეობა მივიღეთ ნიუ-იორკულ თბილისობაზე, სადაც ბევრ საინტერესო ქართველს შევხვდით.

გავმართეთ პრეზენტაცია მაღაზია Qartulia NYC - ში და ძალიან მოხარულნი ვარ მათთან პარტნიორობით. 

აღნიშნული ვოიაჟი უზომოდ სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი ბრენდების მომავლისთვის. რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანიც დავისახეთ!

ამერიკა მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობების და სასწაულების ქვეყანაა. ყოველი მომენტი და შანსი უნდა გამოიყენო.

We’ll be back!