დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 577000905 emailhello@winediamond.ge

ჩვენი ბრენდი Emocia / Handmade Jewellery

ხელნაკეთი სამკაულების ქართული ბრენდი „ემოცია“,  2019 წელს შეიქმნა და მთავარ მისიას, ყველაზე კარგად, ჩვენივე სლოგანი -   #გადაეციემოცია გამოხატავს.

ნაკეთობების დამზადებას თავისი ტრადიცია აქვს, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თითოეული განსაკუთრებული ემოციით, ჯადოსნურ გარემოში იქმნება. გვიან ღამით, მშვიდი მუსიკის ფონზე, როდესაც გარშემო ყველას სძინავს, ჩვენ თქვენს ემოციებს ვქმნით!

ყოველი ნაკეთობა ერთი ან ლიმიტირებული ეგზემპლარია, რომელიც განსაკუთრებული მინერალებისგან შედგება. „ემოცია“ გამორჩეულია დამახასიათებელი დიზაინით და ნატურალური ქვების ხარისხით, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბუნებრივი ქვები უზარმაზარ ენერგეტიკას ფლობს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ზოდიაქოს მიეკუთვნებით, მთავარია, ის მინერალი იყოს თქვენთან, რომელმაც პირველმა მიგიზიდათ, რომლის ტარებაც გაბედნიერებთ და თავდაჯერებულობას გმატებთ! თითოეულ ქვას თავისი ძალა და დანიშნულება აქვს, სწორედ ესაა მთავარი მათი შერჩევისას!

როდესაც ჩვენ შექმნილ სამკაულს დახედავთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა, ძალიან ძლიერი და  განსაკუთრებული ხართ და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს!