ჩვენი ისტორია
Wine Diamond ქართული სამკაულის ბრენდია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და უკვდავებას ანიჭებს ღვინოს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი წლის მოსავალი სამუდამოდ შეინახება. ბრენდი ქმნის სრულიად უნიკალურ ნაკეთობებს - ღვინის ქვისა და უმაღლესი სინჯის ვერცხლისგან, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ეს სრულიად ახალი სიტყვაა როგორც ღვინის, ასევე მოდის სამყაროში.
არაერთი ბარიერის გადალახვა მოგვიხდა, სანამ სასურველ შედეგს მივაღწევდით, რადგან ყველა გამოცდილი მეღვინე გვარწმუნებდა, რომ ღვინის ქვისგან სამკაული ვერ გამოვიდოდა. ამ წინააღმდეგობამ და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის უდიდესმა სურვილმა, თითოქოს უხილავი ძალა მოგვცა და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, შევძელით, ღვინის ქვისგან ულამაზესი და რაც მთავარია ნატურალური ფერის მქონე სამკაულების დამზადება. 🍇
რა არის ღვინის ქვა?
ეს პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები ტარტრატებს უწოდებენ, ღვინის მოყვარულები ღვინის ქვას, ზოგიერთი კი, ღვინის ალმასებს - სინამდვილეში ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია. ღვინის მჟავა კი, ის მჟავაა, რომელიც ყველა ღვინოში ბუნებრივად ხვდება ყურძნიდან და თავის მხრივ განაპირობებს ღვინის სტრუქტურას, ბალანსს და არომატს. ამ კრისტალების წარმოქმნა ხდება ქვევრში, ბოთლში, ცისტერნაში, იმ დროს, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ისინი ალმასის კრისტალებს მოგვაგონებს, ხან ჭურჭლის ფსკერზე, ხანაც საცობზე იდებს ბინას და აღარასდროს იხსნება ღვინოში. როგორც ღვინის მჟავა, ასევე კალიუმიც ღვინოში ბუნებრივად ხვდება. ის ძალიან სასარგებლო ელემენტია და რაც უფრო მდიდარია ღვინო კალიუმით, მით უფრო სასარგებლოა ღვინო. რაც შეეხება ღვინის ქვის ფერს - ეს კრისტალები მას ღვინის პიგმენტისგან- ანტოციანებისგან იღებს. რა ფერის ღვინოცაა, იმ შეფერილობისაა ღვინის ქვაც. მაგალთიად: რქაწითელის - მოყვითალოა, ხოლო საფერავის - მუქი იასამნისფერი.
ჩვენი მისია
მიგვაჩნია, რომ ბრენდი მატერიალურის გარდა, არამატერიალური დოვლათის და სიკეთის მომტანი უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ სამი მნიშვნელოვანი მისია გვაქვს:
1. მსოფლიო მასშტაბით, ცალკე მიმართულებად დავამკვიდროთ "ღვინო სამკაულში" .
2. უკვდავება ვაჩუქოთ იმ წლის მოსავალს, რომლის ღვინის ქვაც იდება ჩვენს სამკაულში ;
3. ონლაინ გაყიდული ნივთების ღირებულების 3% ყოველთვიურად გადავცეთ „ჰოსპისი . ფერისცვალებას“, სადაც მარტოხელა და მძიმე სენით დაავადებულ მოხუცებულებს ეხმარებიან.
4. მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო და ქართული ვაზი, რომელიც 500-დე ენდემურ ყურძნის ჯიშს და 8000 წლიან ისტორიას ითვლის.
ჩვენი ნაკეთობები წარმატებით იყიდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თითოეულს მოყვება ბრენდული შეფუთვა და პასპორტი, სადაც ჩვენსა და ღვინის ქვის ისტორიაზე გიამბობთ.
Wine Diamond არის დაუვიწყარი საჩუქარი, რომელიც გაახარებს როგორც ღვინის, ასევე ლამაზი და უნიკალური სამკაულის მოყვარულებს.
#ღვინისალმასი
#მეტივიდრებიზნესი
#რასაცაგასცემშენია
#გადაეციემოცია