დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 577000905 emailhello@winediamond.ge

ამბავი, თუ როგორ ჩაიდო ღვინო სამკაულში!

ამბავი, თუ როგორ ჩაიდო ღვინო სამკაულში! სრულიად  უნიკალური ქმნილება ღვინის ალმასებისგან (ტარტრატისგან)

 

რა არის ღვინის ქვა?

ეს პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები ტარტრატებს უწოდებენ, ღვინის მოყვარულები ღვინის ქვას, ზოგიერთი კი, ღვინის ალმასებს - სინამდვილეში ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია. ღვინის მჟავა კი, ის მჟავაა, რომელიც ყველა ღვინოში ბუნებრივად ხვდება ყურძნიდან და თავის მხრივ განაპირობებს ღვინის სტრუქტურას, ბალანსს და არომატს. ამ კრისტალების წარმოქმნა ხდება ქვევრში, ბოთლში, ცისტერნაში, იმ დროს, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ისინი ალმასის კრისტალებს მოგვაგონებს, ხან ჭურჭლის ფსკერზე, ხანაც საცობზე იდებს ბინას და აღარასდროს იხსნება ღვინოში. როგორც ღვინის მჟავა, ასევე კალიუმიც ღვინოში ბუნებრივად ხვდება. ის ძალიან სასარგებლო ელემენტია და რაც უფრო მდიდარია ღვინო კალიუმით, მით უფრო სასარგებლოა ღვინო. რაც შეეხება ღვინის ქვის ფერს - ეს კრისტალები მას ღვინის პიგმენტისგან- ანტოციანებისგან იღებს. რა ფერის ღვინოცაა, იმ შეფერილობისაა ღვინის ქვაც. მაგალთიად: რქაწითელის - მოყვითალოა, ხოლო საფერავის - მუქი იასამნისფერი.

 

არაერთი ბარიერის გადალახვა მოგვიხდა, სანამ სასურველ შედეგს მივაღწევდით, რადგან ყველა გამოცდილი მეღვინე გვარწმუნებდა, რომ ღვინის ქვისგან სამკაული ვერ გამოვიდოდა. ამ წინააღმდეგობამ და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის უდიდესმა სურვილმა, თითოქოს უხილავი ძალა მოგვცა და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, შევძელით, ღვინის ქვისგან ულამაზესი და რაც მთავარია ნატურალური ფერის მქონე სამკაულების დამზადება. 🍇

ამ ამბის შემდეგ, მტკიცედ გვწამს, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია და სწორად ჩაფიქრებული, ყველაფერი გამოვა! 

#ღვინისალმასი